იტალიის ნაკრების მორაგბე ნარკოტიკების შენახვა-გასაღებისთვის დააკავეს

იტალიური გამომცემლობა „გაზეტა დელო სპორტ“-ის ინფორმაციით, იტალიის ნაკრებისა  ბურჯი, სამი პანიჩო, ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გასაღებისთვის დააკავეს.

იტალიელმა პოლიციელებმა სამი პანიჩოს საცხოვრებელი სახლიდან 1.5 კგ მარიხუანა, 330 გრამი ჰაშიში და 10.000 ევრო ამოიღეს.

მან უკანასკნელი შეხვედრა იტალიის ნაკრების კვართით 2017 წლის მარტში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ნაკრებს ფლორენციაში დაუპირისპირდება. მატჩი 10 ნოემბერს შედგება.

(309)

იტალიის ნაკრების მორაგბე ნარკოტიკების შენახვა-გასაღებისთვის დააკავეს

სტატიის ავტორი
-