Belive

იტალიის ნაკრების მწვრთნელი: "დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა...."

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების შესახებ სულ უფრო მძაფრად აპელირებს. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დროა 6 ერის დახურული კარი საქართველოსთვის გაიღოს. „ბორჯღალოსნებმა“ პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს - „საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას". მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - კირან ქროულიმ განაცხადა:
"ეს შესანიშნავი დღეა საქართველოსთვის, მათ მოგება ჩვენზე მეტად დაიმსახურეს. ექვს ერის საკითხი ჩვენ არ გვეხება, ეს შესაბამისმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ. საქართველოს საოცარი უკანახაზელები ყავს, ნინიაშვილი უბრალოდ საოცარია, და რა თქმა უნდა რთულ მატჩს ველოდით. კარგად მოვემზადეთ რადგან სირთულე გვესმოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ. სიურპრიზი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ქართველებმა კარგად დაგვპრესეს. ვიღაცას უნდა წაეგო ეს მატჩი, სამწუხაროდ ეს ჩვენ აღმოვჩნდით. უელსმა სამხრეთ აფრიკა სტუმრად პირველად დაამარცხა ისევე როგორც ირლანდიამ ახალი ზელანდია, ასე რომ ასე უნდა გაგრძელებულიყო. სტადიონზე დიდებული, ხმაურიანი ატმოსფერო იყო. ეს კი ყველაზე დიდი პრესკონფერენციაა, სადაც ჩემს კარიერაში ვყოფილვარ".

სხვა სტატიები