Belive

ჯაბა ბრეგვაძე და მილტონ ჰეიგი: "გთხოვთ, რუსული სიმღერა აღარ ჩაგვირთოთ"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის მსოფლიო თასის მე-2 ტურში საქართველომ ურუგვაის 5 ლელო დაუდო და მეტოქე 33:7 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ და სტადიონზე რუსული სიმღერა ჩართეს. ამ ფაქტმა "ბორჯღალოსნების" კაპიტანი, ჯაბა ბრეგვაძე და მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი გააღიზიანა. ბრეგვაძე: "მინდა ვისარგებლო მომენტით და მივმართო იმ ადამიანს, ვინც დღეს რუსული სიმღერა ჩართო - გთხოვთ, მეორედ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ. ჰეიგი: "მატჩის შემდეგ ჩაირთო რუსული სიმღერა. მართალია, მას ქართველი მომღერალი ასრულებდა, მაგრამ, რუსულ ენაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ენა, კულტურა და სხვა ყველაფერი."

სხვა სტატიები