Belive

ჯაბა ბრეგვაძის ბრწყინვალე სტატისტიკა სუპერ რაგბიში

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე კვირის წინ სუპერ რაგბის 2020 წლის სეზონმა აიღო სტარტი. ჯერჯერობით მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული და ამ სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
სუპერ რაგბი
სუპერ რაგბიში 5 ქვეყნის კლუბები თამაშობენ: არგენტინა (1 გუნდი); იაპონია (1 გუნდი); ავსტრალია (4 გუნდი); ახალი ზელანდია (5 გუნდი); სამხრეთ აფრიკა (4 გუნდი). სუპერ რაგბიში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობს, ეს 32 წლის გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელიც იაპონური "სანვულვზის" ღირსებას იცავს. ჯაბამ სუპერ რაგბი ბრწყინვალედ დაიწყო და გავლილ ტურებში ლელოების დადება შეძლო. მან პირველ ტურში ჯერ ავსტრალიური "რებელსი" დაალელოვა, მეორე ტურში კი ახალ ზელანდიური "ჩიფსის" ჩათვლის მოედანში პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო ლელოს დადება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბის 2020 წლის საუკეთესო მელელოვეებს შორის მე-7-ე ადგილს რამდენიმე მორაგბესთან ერთად ინაწილებს და ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლიდერი და ფრთის მოთამაშე - მაკაზოლე მაპიმპია.

სხვა სტატიები