Belive

ჯონ მაკკქი: ჩვენი თამაში ვაჩვენეთ

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ ფიჯელთა მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართეს ჯონ მაკქი: ძალიან ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ და საქართველო სწორედ იქ შევზღუდეთ სადაც ძლიერები არიან, მოხარულნი ვართ რომ ასეთი ძლიერი თამაში ვაჩვენეთ. სემი რადრადრა მსოფლიო დონის მოთამაშეა და ეს დღესაც აჩვენა. კარგი იყო ის რომ შერკინებაში ბოლომდე ვიყავით ჩაბმულები. ამ მატჩისთვის როგორც აღმოჩნდა შემადგენლობა კარგად ავარჩიეთ და სიღრმე გვქონდა. ურუგვაისთან მარცხი დიდი იმედგაცრუება იყო, ბიჭები მოწყენილები იყვნენ. თუმცა დღეს ხასიათი აშკარად გამოვისწორეთ.უელსთან მატჩში არანაკლები მოტივაცია გვექნება. ჩვენ დიდი ტალანტები გვყავს, ახლა კარგი დასვენება გვინდა და უელსთან განსხავვებული სტილის შეხვედრა გვექნება. ყველაფერი შესაძლებელია, უელსი ძალიან ძლიერი და სახიფათო გუნდია. მაგრამ ვფიქრობ თუ ჩვენი შანსებიდან ქულებს ავიღებთ თამაშში ბოლომდე დავრჩებით. დომინიკ ვაკანიბუროტუ: ეს მატჩი იმდენად დიდი მნიშვნელობის იყო , რომ ორივე გუნდმა ბევრი შეცდომები დავუშვით, თუმცა რაღა თქმა უნდა ბიჭებთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიზანი სწორედ ამ 5 ქულის აღება იყო. ბურთის მეტად შენარჩუნება და ჩვენი თამაშის ხილვა გვსურდა, რაც გამოვიდა.

სხვა სტატიები