Belive

ჯონა ლომუს მეორე ცხოვრება

3 წლის წინ რაგბი
6 წთ
ალბათ, დღევანდელ მსოფლიოში 7 მილიარდ 800 მილიონი ადამიანიდან, ვისაც კი ოდნავ მაინც ჩაეხედება სპორტში ყველამ იცის სახელი და გვარი - ჯონა ლომუ. ახალი ზელანდიისა და მსოფლიო რაგბის ყველა დროის საუკეთესო მორაგბე, რომელმაც ყველა სპორტის მოყვარული ადამიანის გულში დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი. იგი ახალი ზელანდიის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე იყო, რომელმაც მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა (19 წლის და 54 დღის). მან 63 მატჩში 37 ლელოს დადება შეძლო. მსოფლიო რაგბის განვითარება და პოპულარობა სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. ახალ ზელანდიელი შეუჩერებელი ტერმინატორი 2007 წელს რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში კი 2011 წელს. მან რიგითი პრობლემების და გამო თირკმელი გადაინერგა, თუმცა ამ მძიმე ტრავმისა და დარტყმის შემდეგ რაგბს მაინც დაუბრუნდა (2004 წელს), საბოლოოდ კი კარიერას თავი 2007 წელს დაანება. 2015 წლის 18 ნოემბერს, ახალი ზელანდიის ქალაქ - ოკლენდში, უეცარი უბედურება დატრიალდა, ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მოულოდნელად გარდაიცვალა. რაგბი - მხოლოდ ეს არ იყო ის, რითაც ჯონა ლომუ მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო დაკავებული. ყველასთვის უცნობია, რომ იგი საკმაოდ დიდი ინტერესითა და პროფესიონალიზმით იყო ჩართული - ბოდიბილდინგში. როგორც ლომუ ცნობილ გამოცემებთან საუბრობდა, იგი რაგბის გარდა მრავალი სპორტით იყო გატაცებული. ნელ-ნელა გავუყვეთ და მივყვეთ მის მონაყოლს, თუ რატომ, როგორ და რანაირად მოხვდა იგი ბოდიბილდინგში.

რატომ დაინტერესდა ჯონა ლომუ ბოდიბილდინგით?

"სპორტით ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი, თუმცა განსაკუთრებით რაგბი მიტაცებდა. ზოგადად ასეა, რომ თუ გინდა იყო წარმატებული სპორტსმენი და შენს სპორტში განსაკუთრებული, შენ შენს სხეულზე უნდა იმუშავო. პატარაობიდანვე დავინტერესდი ვარჯიშით და საბედნიეროდ მომეცა იმის საშუალება, რომ ზრდასრულ ასაკშიც მევარჯიშა. თავიდან ბოდიბილდინგმა ჩემი ყურადღება არ მიიპყრო, რადგან როდესაც ბოდიბილდერებს ვუყურებდი კი მომწონდა მათი სხეულის მასა, თუმცა როდესაც ვფიქრდებოდი ვხვდებოდი, რომ ასეთი სხეული ჩემს რაგბის კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა და მე არ გამომადგებოდა. საბოლოოდ ბოდიბილდინგმა ჩემი ყურადღება მეტად მიიპყრო, ზოგადად სპორტული ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს ვარჯიში, ცუდად რომ ვთქვათ, გატაცებული ვარ ვარჯიშით. ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე და მივიღე საბოლოო აზრი, რომ სპორტის ეს სახეობა მომწონს და მინდა დავკავდე. ამისთვის კი ცალკე, ბევრად უფრო რთული და სპეციფიური ვარჯიშები დავიწყე. სწორედ ბოდიბილდინგის ვარჯიშმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს სარაგბო კარიერაზე, რადგან ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი და მასიური გავხდი. თირკმლის ოპერაციამ დიდი გავლენა მოახდინა ვარჯიშზეც და კარიერაზეც, თუმცა რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ, კუნთის ზრდის გამო დავიწყე ცილების მიღება (ე.წ "პრიტეინების"), ეს შეიძლება იმ მომენტში ჩემთვის მძიმე შედეგის მომტანი ყოფილიყო, თუმცა სიფრთხილეს ვიჩენდი და ნელ-ნელა ვიკრეფდი ძალებს.
5ea5cd27501c4
თირკმლის ოპერაციის შემდეგ, სანამ რაგბს დავუბრუნდებოდი ბოდიბილდინგის შეჯიბრი მქონდა, ყოველ დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ვვარჯიშობდი, დილაობით რაგბის ვარჯიშებს ვაკეთებდი, ხოლო საღამოობით კი ბოდიბილდინგის.
რაგბის თამაშის პერიოდში 118 კილო ვიყავი, ზოგადად ჩემი პოზიციის მოთამაშეები მაქსიმუმ 95 კილოგრამი არიან, თუმცა ოპერაციამ თავისი შედეგი გამოიღო, სამწუხაროდ 150 კილომდეც კი ავედი ოპერაციის პერიოდში და ვხვდებოდი, რომ ჩემს თავზე რასაც ვმუშაობდი, იმაზე 10-ჯერ უფრო მეტი უნდა მემუშავა, რომ ბოდიბილდერისთვის იდეალური ფორმის სხეული მქონოდა. ბოდიბილდინგში კუმირი ნამდვილად არ მყავდა, თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანები ამ სპორტის სახეობაში, რომელთაგანაც მაგალითს ვიღებდი, მაგალითად: რონი კოულმენი, ფრენკ ზეინი და ლოუ ფერინიო, თუმცა განსაკუთრებით მომწონდა: ფილ ჰითი და კაი გრინი.
რეალურად რომ შევხედოთ, მე ვვარჯიშობდი იმიტომ, რომ ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის, თუმცა რეალურად როდესაც ვფიქრდებოდი ამაზე, პირველი შეჯიბრის წინ არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი, რადგან ბოდიბილდინგზე ვარჯიში მხოლოდ 3 თვის დაწყებული მქონდა. ნაბიჯ-ნაბიჯით ვცდილობდი მიზნის მიღწევას.

ფოტოზე: ჯონა ლომუ და ტრეისი ტულისი მე ასევე გამოვდიოდი წყვილების კონკურსზეც და ჩემი მეწყვილე - ტრეისი ტულისი იყო, რომელსაც ჩემნაირად ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მან ძუძუს კიბო დაამარცხა და მხოლოდ 1 წლის დაწყებული ჰქონდა ვარჯიში. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო იყო. ამ კონკურსმა გარკვეული თანხა გამოგვამუშავებინა, რომელიც ჩვენ ქველმოქმედებაში ჩავდეთ". საბოლოოდ ჯონა ლომუს ბოდიბილდინგის კარიერაში 2 წარმატება იყო, ერთ-ერთი იყო 90 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება, ხოლო მეორე კი ტრეისი ტულისთან ერთად წყვილთა თანრიგში.  

სხვა სტატიები