Belive

ჯოშ ვან დერ ფლაიერი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

კვირას, მონაკოში მსოფლიო რაგბის დაჯილდოებაზე ირლანდიელი ფლანკერი ჯოშ ვან დერ ფლაიერი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 29 წლის მორაგბე მესამე ირლანდიელია, რომელმაც წლის საუკეთესოს ტიტული მოიგო. აქამდე ეს ლეგენდარულმა კიტ ვუდმა და ჯონი სექსტონმა შეძლეს.

„ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი თანაგუნდელები და მწვრთნელები მყავს. ჩემს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. გამიმართლა, რომ ძალიან გამოცდილი თანაგუნდელები მყავს, როგორც ნაკრებში, ასევე "ლენსტერში". ყოველთვის ვიცოდი, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა მეშრომა და ეს ყველაფერი ამის დამსახურებაა." - განაცხადა ვან დერ ფლაიერმა ჯილდოს მოგების შემდეგ.

ირლანდიამ საკუთარი საერთაშორისო სეზონი დუბლინში, ავსტრალიასთან 13:10 გამარჯვებით დაასრულა. ალბათ არ იქნება გასაკვირი, რომ ვან დერ ფლაიერი ამ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სხვა სტატიები