Belive

კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში!

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

27 ნოემბერს, თბილისის დროით, 18:30 საათზე "ბარბაროსებისა" და სამოას დაპირისპირება შედგება. მატჩი ინგლისში, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" გაიმართება. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის აღნიშნული დაპირისპირება იმითაცაა საინტერესო, რომ მასში ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. "ბარბაროსების" კვართს "რასინგ 92"-ის ბურჯი გია ხარაიშვილი მოირგებს. შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს "ბარბაროსების" რიგებში დავით ზირაქაშვილმა, მამუკა გორგოძემ, დავით ქუბრიაშვილმა, გოდერძი შველიძემ, დავით კაჭარავამ, კოტე მიქაუტაძემ, მიხეილ ნარიაშვილმა და ანტონ ფეიქრიშვილმა იასპარეზეს.

გია ხარაიშვილთან ერთად, "ბარბაროსების" კვართს ისეთი სახელოვანი მორაგბეები მოირგებენ როგორიცაა: სტივენ კიტშოფი, მალკოლმ მარქსი, დუეინ ვერმულენი, ჯეიმს ო'კონორი და რობ კირნი.

სხვა სტატიები