კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში!

საქართველოს ნაკრების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი ლეგენდარული “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშებს. ანტონი  მამუკა გორგოძის, დავით ქუბრიაშვილის, დავით კაჭარავას, კოტე მიქაუტაძისა და მიხეილ ნარიაშვილის შემდეგ რიგით მეექვსე ქართველი იქნება ვინც ლეგენდარულ გუნდში ითამაშებს. “ბარბაროსები” შემდეგ მატჩს 1 დეკემბერს არგენტინის წინააღმდეგ, ლონდონში “თვიქენჰემის” სტადიონზე ჩაატარებენ, ანტონი კი მატჩს მარქაფიდან დაიწყებს, მის გვერდით ისეთი მორაგბეები იასპარეზებენ როგორებიც ელტონ იანტისი, ტომაზო ბენვენუტი, დამიან დე ალენდე, ჰანდრე პოლარდი, უაით კროკეტი, ლოდ დე იახერი და ხუან მანუელ ლეგიზამონი არიან.

(1077)

კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში!

სტატიის ავტორი
-