Belive

კიდევ ერთი ქართველი ინგლისის პრემიერშიპში?!

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი - ლაშა ჯაიანი, კარიერას ინგლისურ "უოსპში" განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაიანსა და "გალაჰერ პრემიერშიპის" ბინადარი კლუბის მესვეურებს შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას გაიმართა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ კი ლაშა ჯაიანი "უოსპსის" რირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი გაოფიციალურდა - ჯაიანი "უოსპსში" ზურა ჟვანიას შეუერთდება და მეოთხე ქართველი გახდება, რომელიც "გალაჰერ პრემიერშიპში" იასპარეზებს. "ბორჯღალოსანთა" კვაჭი - შალვა მამუკაშვილი "ლესტერ ტაიგერსის" ღირსებას იცავს. ცენტრი - გიორგი კვესელაძე "გლოსტერს შეუერთდა", ხოლო "ბორჯღალოსანთა" ბურჯი - ზურა ჟვანია "უოსპში" ასპარეზობს.

სხვა სტატიები