Belive

კობუს რაინახმა სამხრეთ აფრიკული რაგბის ისტორია დაწერა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მატჩში სამხრეთ აფრიკა კანადას დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, ანგარიშით 47:0 დასრულდა. კანადელთა რბევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კობუს რაინახმა, რომელმაც კანადას 20 წუთში 3 ლელო დაუდო და ჰეთ-თრიკი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ რაგბის მსოფლიო თასის ისტორიაში კობუს რაინახი ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა და სამხრეთ აფრიკული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. გასული რეკორდის ავტორი კრის ლატამი გახდა, რომელმაც ნამიბიის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი 25 წუთში გაიფორმა.

ასევე იხილეთ: სამხრეთ აფრიკის გასაოცარი შეტევა და კობუს რაინახის მე-3 ლელო კანადის წინააღმდეგ (ვიდეო)

სხვა სტატიები