Belive

კოლელიშვილი რაგბიდან 1 წლით წავიდა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ვიტო კოლელიშვილი ტვინის შერყევის სიმრავლის გამო იძულებული გახდა, რომ 1-წლიანი პაუზა აეღო. 29 წლის "ბორჯღალოსანმა" ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, თუმცა მაშინაც მე-6 წუთზე შესაცვლელი გახდა და მოედანზე გასვლა მარტამდე აეკრძალა. როგორც ცნობილია, ვიტო ტკივილებმა ვარჯიშის განახლების შემდეგ ისევ შეაწუხა. კოლელიშვილმა საბოლოოდ ექიმებთან ერთად 1 წლით დასვენება და სრულად გამოჯანმრთელებმა გადაწყვიტა. "ამ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო ის, რომ ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი მსოფლიო თასზე, რისი გააზრება დღესაც ძალიან მიჭირს. მქონდა კონსულტაცია ნაკრების ექიმებთან, მწვრთნელებთან და ბიჭებთან. ყველამ მირჩია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. ამ ერთი წლის განმავლობაში არ მექნება არანაირი კონტაქტური ვარჯიში, თუმცა სხვა მიმართულებით ვარჯიშს გავაგრძელებ და ვნახოთ რა იქნება ერთი წლის შემდეგ," - თქვა ვიტომ. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები