Belive

კონტინენტის ფარზე ლოკომოტივის მეტოქეები ცნობილია

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს ჩემპიონი ("ლოკომოტივი") ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მე-3 დონის ტურნირზე (კონტინენტის ფარი) იასპარეზებს. ქვეჯგუფში, "ლოკომოტივს" ორი იტალიური კლუბი დაუპირისპირდება, რომელთანაც საქართველოს ჩემპიონი ოთხ შეხვედრას გამართავს. გასულ წელთან შედარებით, კონტინენტის ფარის ფორმატი შეიცვალა. ნაცვლად 8 კლუბისა, კონტინენტის ფარის მიმდინარე გათამაშებაში, მონაწილეობას 6 კლუბი მიიღებს. კლუბები ორ სამგუნდიან ქვეჯგუფს შექმნიან. ქვეჯგუფში, თითოეული გუნდი საშინაო და საგარეო მატჩებს გამართავს. ქვეჯგუფების გამარჯვებულები კი ერთმანეთს ორმატჩიან ფინალში დაუპირისპირდებიან. კონტინენტის თასის გამარჯვებული, 2019/20 წლების "ჩელენჯ ქაფის" საგზურს დაეუფლება. "ჩელენჯ ქაფის" მეორე საგზურის მოსაპოვებლად, რუსული "ენისეი" და რუმინული "ტიმიშოარა-სარასენსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელთაც საგზური 2017/18 წლების კონტინენტის ფარზე წარმატებული თამაშით დაიმსახურეს. კონტინენტის ფარზე, "ლოკომოტივის" გარდა, 4 იტალიური კლუბი და ბელგიელი ბარბაროსები XV იასპარეზებენ. "ლოკომოტივის" ქვეჯგუფში (ა-ჯგუფი) ორი იტალიური კლუბი - "კალვინოზა" და "ფიამე ორო რომა" მოხვდა. საქართველოს ჩემპიონი ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, "კალვინოზას" 13 ოქტომბერს, "ავჭალის" სტადიონზე დაუპირისპირდება. ქვეჯგუფის მე-2 საშინაო შეხვედრას კი "ლოკომოტივი" - "ფიამე ორო რომას" წინააღმდეგ, 2019 წლის 12 იანვარს გამართავს. ქვეჯგუფის ტრიუმფით დასრულების შემთხვევაში, "ლოკომოტივი" ბ-ჯგუფის გამარჯვებულს, 2019 წლის 30 მარტს შინ დაუპირისპირდება, ხოლო 2019 წლის 20 აპრილს სტუმრად შეერკინება.
   

სხვა სტატიები