Belive

"კვირის გამორჩეული ლელო..." - World Rugby საქართველოს ნაკრების ლელოს გამოეხმაურა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორე ლელოს, რომელიც თედო აბჟანდაძემ, დავით ნინიაშვილის საოცარი მოქმედების შემდეგ გაიტანა, მსოფლიო რაგბი (World Rugby) სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"კვირის ერთ-ერთი გამორჩეული ლელო".

სხვა სტატიები