Belive

ლადო კილასონიას ონლაინ-სემინარი

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
შაბათს, 11 აპრილს, 17 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონია ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარს გამართავს, თემაზე – კონტრშეტევა (მოდული1). კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის და შეზღუდული პირობების ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირი ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარებს იწყებს, რაც ინფორმაციის გაცვლას და მწვრთნელთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. ლადო კილასონიას სემინარი ამ კუთხით პირველია და მსგავსი ონლაინ-აქტივობები პანდემიის დასრულებამდე გაგრძელდება. სემინარის მოსმენისა და მასში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ zoom.us-ზე და დათქმულ დროს გადავიდნენ ამ ბმულზე

სხვა სტატიები