Belive

ლაშა მალაღურაძემ კრასნი იარი დატოვა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ ლაშა მალაღურაძისათვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული, საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზად "კრასნი იარის" წარმომადგენლებმა ორი ფაქტორი დაასახელეს: კლუბში ლეგიონერების ლიმიტი და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო თასის მოსამზადებელი მატჩები, რომლებშიც მალაღურაძე მიიღებს მონაწილეობას. "კრასნი იარის" წარმომადგენელთა განცხადებით, მალაღურაძეს სანაკრებო ტესტ-მატჩების გამო საკლუბო შეხვედრების გაცდენა მოუწევდა. ქართველი ცენტრი/ფულ-ბეკი "კრასნი იარის" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. მალაღურაძე რუსულ კლუბს ფრანგული "ბანიერიდან" შეუერთდა.  

სხვა სტატიები