Belive

ლეგენდარული ბრაიან ო'დრისკოლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა

3 წლის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის სახელოვან ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებთან ერთად, გიორგი კვესელაძე იბრძვის. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა, ირლანდიის წინააღმდეგ 17 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 59 მეტრი მოიგო, რომელიც შესანიშნავი ლელოთი დააგვირგვინა. ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა - ბრაიან ო'დრისკოლი, გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებულია და ევროპულ კლუბებს მის გაფორმებას ურჩევს. 1999-2014 წლებში ო'დრისკოლმა ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 133 კეპი მოიხვეჭა და ირლანდიური რაგბის ლეგენდად იქცა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, ო'დრისკოლმა გიორგი კვესელაძე შეაქო და ევროპულ კლუბებს მისი შეძენა ურჩია. "ევროპული კლუბი რომ ვიყო, რომელიც მომავალი წლისთვის ცენტრს ეძებს - შაბათს ჩატარებული თამაშის გამო, გიორგი კვესელაძეს სერიოზულად დავაკვირდებოდი. ბრწყინვალე ლელოს პარალელურად, კვესელაძემ დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა. დამანგრეველი & მებრძოლი. კვესელაძე შესაძლოა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო", - აღნიშნა ბრაიან ო'დრისკოლმა.

ასევე იხილეთ: კვესელაძე, ანდერჰილი, უილიამსი – ვინ გახდება მესამე ტურის საუკეთესო მორაგბე?

სხვა სტატიები