ლეგენდარული დენ კარტერი სუპერ რაგბის დაუბრუნდა

ოლ ბლექსის ლეგენდა – დენ კარტერი, სამშობლოში დაბრუნდა და სეზონის განახლების შემდეგ “ბლუზის” ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა ხელფასის მნიშვნელოვან დაკლებაზე თანხმობა განაცხადა და “ბლუზის” ღირსებას დროებით დაიცავს.

დენ კარტერი ტრავმირებულ სტივენ პეროფეტას ჩაანაცვლებს – ანაზღაურების სახით კი კვირაში 1.800 დოლარს მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ოლ ბლექსის ლეგენდა “ბლუზის” განაცხადში მთელი სეზონის განმავლობაში დარჩება, იგი 18.000 დოლარს გამოიმუშავებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ჩემპიონატების ფონზე, არაერთი ვარსკვლავი სამშობლოს დაუბრუნდა. სუპერ რაგბის სეზონის განახლება, ახალ ზელანდიელ მორაგბეებს ფორმის შენარჩუნების ბრწყინვალე შესაძლებლობას მისცემს, რის შემდეგაც ისინი კვლავ შეძლებენ საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი კონტრაქტების გაფორმებას.

(33)

ლეგენდარული დენ კარტერი სუპერ რაგბის დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-