Belive

ლეგენდარულმა ფრანგმა მორაგბეებმა კორონავირუსი დაამარცხეს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა მორაგბეებმა - ტიერი დუსატუარმა და სებასტიენ შაბალმა კორონავირუსი დაამარცხეს. "ლე ბლეს" სახელოვანი კაპიტნის მტკიცებით, მას საკმაოდ გაუმართლა და მსოფლიოში მძვინვარე COVID-19 მარტივად დაამარცხა. ტიერი დუსატუარმა და სებასტიენ შაბალმა ფრანგულ ტელეარხ Canal+-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით გასულ თვეს დაინფიცირდნენ და დაავადებას თვითიზოლაციის პირობებში, სახლში ებრძოდნენ. "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვთვლით რომ მოცემულ სიტუაციაში საკმაოდ გაგვიმართლა. მოგვიწია ორ კვირიანი თვითიზოლაციის გავლა, რომელიც საკმაოდ დამღლელი და გამომფიტავი აღმოჩნდა", - აღნიშნა 38 წლის დუსატუარმა, რომელიც 2011 წელს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. სებასტიენ შაბალმა ჩვეულ სტილში გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან 2-კვირიანი ბრძოლა არ ჰგავდა იმ ყველაფერს, რასაც ისმენს და უყურებს სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით.

სხვა სტატიები