Belive

ლეგიონერები | ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი "ორიაკთან" მატჩში გამოიჩინა. ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. "სტად ფრანსემ" "პოს" უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა. მეორე პარიზული კლუბი "რასინგ 92" "ტულუზს" ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი. პრო დე2-ის 28-ე ტურში "ანგულემმა" "კოლომიეს" 24:15 მოუგო, ბონუსიც აიღო და ლიგაში დარჩენის მცირე შანსი შეინარჩუნა. "ანგულემი" 41 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე რჩება და მე-14-ზე მყოფ "ორიაკს" 8 ქულით ჩამორჩება. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს ლუკა გოგინავა, ხოლო შალვა სუთიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. "პერპინიანმა" "ნევერს" 37:16 სძლია, ბონუსიც აიღო და 103 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა. ლიდერთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა თორნიკე მატარაძე.
222

ერთბაშად 7-მა ქართველმა ითამაშა "ბიარიცისა" და "ორიაკის" შეხვედრაში. ბასკებმა დაძაბულ მატჩში 29:26 მოიგეს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ჯალაღონია. მან ფლანკერის პოზიციაზე 61 წუთი ითამაშა, 51-ეზე ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთს მიყვა, თავადაც ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა (მესამე ლელო მიმდინარე სეზონში), რითაც ანგარიში 17:23 გახადა. ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ლუკა აზარიაშვილი, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე ასევე 47-ე წუთზე შევიდა. "ორიაკის" შემადგენლობაში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ. ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი. მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ჯავახია, ლუკა ნიორაძე კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. მირიან ბურდულის "ვალანსი" "მონტობანს" ეწვია და ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 35:40. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა, 68-ეზე კი თამაშში დაბრუნება მოუწია. "ოიონამ’"33:27 მოუგო "მონ-დე-მარსანს". გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა კაკაბაძე და ის 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მირცხულავა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა. "რუანის" შემადგენლობაში შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ. მისი გუნდი 'პროვანსს" დაუხვდა და 21:26 დამარცხდა. "რუანი" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 5 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას. ფოტო: BOPB წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები