ლესტერ თაიგერსმა მამუკაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა

“ლესტერ თაიგერსმა” შალვა მამუკაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. კლუბმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

საქართველოს ნაკრების მორაგბე ინგლისში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ დროის მანძილზე 5 თამაში ჩაატარა.

“ლესტერ თაიგერსის” ოფიციალური განცხადების თანახმად, მამუკაშვილის გაშვების მიზეზი გუნდში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესია.

“შალვას წარმატებად ვუსურვებთ ახალ ეტაპზე და მადლობას ვუხდით “ლესტერში” გატარებულ მცირე დროში გაწეული შრომისთვის,” – ამბობს “თაიგერსის” მთავარი მწვრთნელი სტივ ბორთვიკი.

 

ლესტერ თაიგერსმა მამუკაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა

სტატიის ავტორი
-