Belive

ლევან ჩილაჩავა კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ფრანგული "კასტრის" ქართველი ბურჯი ლევან ჩილაჩავა ჩემპიონთა თასის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩილაჩავას გუნდი "ექსეტერ ჩიფსსთან" 40:3 დამარცხდა, ის მაინც გამორჩეული იყო მოედანზე. აღსანიშნავია, რომ "კასტრი" ცუდ ფორმაშია და ბოლო 5 შეხვედრაა არ მოუგია. ფრანგული კლუბი ჩემპიონთა თასზე A ჯგუფში, 0 ქულით, მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრა "კასტრს" TOP 14-ში "ბორდოს" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი 28 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები