Belive

ლევან მაისაშვილი: ,,ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, ამ მატჩს არ წავაგებდით''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, სამოასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და წავაგეთ. ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით ამ მატჩს არ წავაგებდით. ამ მატჩში მსაჯზე ვერ გავაკეთებ აქცენტს, უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში მსაჯების გადაწყვეტილებები ჩვენს თავზე ავიღოთ და მაინც გავიმარჯვოთ.

ამ მატჩიდან და მსაჯის ზეწოლიდან ანალიზი უნდა გავაკეთოთ და უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მუშაობა. პირველივე წუთზე არაფრიდან 3 ქულა ვაჩუქეთ მეტოქეს, ამაზე ბიჭებთან მაქვს სასაუბრო.

ეს ყველა მატჩი არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი, უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, კარგად გავიაზროთ ყველაფერი და დავიწყოთ უელსისთვის მზადება.

ვერაფერს ვიტყვი ბიჭებზე, მართლა იომეს, იბრძოლეს, ითამაშეს, თუმცა შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

უელსთან ტაბუცაძის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, იგი უნდა შემოწმდეს ტვინის შერყევაზე. მისი მომენტიც არ გადამოწმდა, არადა, კარგად ჩანს რომ იდაყვს ურტყამენ. არ ვიცით, აკაკი შემოწმდება, ექიმები მას დააკვირდებიან და ყველაფერს გავიგებთ,'' - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამოას უმასპინძლა და 19:20 დამარცხდა.

,,ბორჯღალოსნები” მომავალ შეხვედრას 19 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები