Belive

ლევან მაისაშვილი: "ოფიციალურად არავის მოუმართავს"

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერსა და დეკემბერში გასამართ ახალ 8-გუნდიან ტურნირში, შესაძლოა 6-ერის წევრებთან ერთად, საქართველო და ფიჯი მიიწვიონ. აღნიშნულ ინფორმაციას THE IRISH TIMES ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველო და ფიჯი იდეალური კანდიდატები არიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მფრინავი ფიჯელების" უმრავლესობა საფრანგეთისა და ინგლისის საკლუბო ჩემპიონატებში ასპარეზობენ, რის გამოც ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა და გადაადგილება მათთვის პრობლემა არ იქნება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა, აღნიშნა რომ ჯერჯერობით "ბორჯღალოსნებისთვის" ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს. "პოზიტიური სიახლეა და მოვლენების ამგვარი განვითარება იდეალური იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციაა. მსოფლიო რაგბისგან ან 6-ერის წარმომადგენლებისგან არანაირი ოფიციალური მოწვევა არ მიგვიღია. გამოგიტყდებით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის იდეალური შესაძლებლობა იქნებოდა. მაღალი დონის ერებთან დაპირისპირება განვითარებისთვის აუცილებელია", - აღნიშნა ლევან მაისაშვილმა.

სხვა სტატიები