Belive

ლევან მაისაშვილი სასუნთქი აპარატიდან მოხსნილია და დამოუკიდებლად სუნთქავს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კვლავ სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შეიძლება ითქვას, რომ მან კორონავისური დაამარცხა. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მსგომარეობის შესახებ, Live.ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს დაუკავშირდა. ნუცა შამათავა აღნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს.
"დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სასუნთქი აპარატიდან მოხსნილია და დამოუკიდებლად, ჟანგბადის დახმარებით სუნთქავს. ინტენსიურ განყოფილებაში აღარ იმყოფება და უკვე პალატაშია გადაყვანილი. მასთან ფიზიოთერაპევტი მუშაობს - იკვებება დამოუკიდებლად და აქტიურ რეაბილიტაციას გადის. ველოდებით, რომ მოღონიერდეს და საქართველოში მალე დაბრუნდეს. ჯერ-ჯერობით დაბრუნების ზუსტი თარიღი არ ვიცით. საქართველოს რაგბის კავშირიდან წარმომადგენელი მასთან იმყოფება. ასევე სამხრეთ აფრიკელ ექიმებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. მკურნალობა ისევ მიმდინარეობს მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი დაამარცხა და ის გართულებები რაც კორონავირუსს ახასიათებს მას აღარ აქვს."

სხვა სტატიები