Belive

ლევან მაისაშვილი: "სისტემა ქმნის შესაძლებლობებს"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მატჩი შეაფასა: "პირველი თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან შეუთამაშებლობის გამო ტექნიკური წუნი მაღალია. არის საკვანძო მომენტი, სადაც მოწინაარმდეგე უნდა გადატეხო - ვიმუშავებთ და ტექნიკურ წუნს აუცილებლად აღმოვფხვრით." "კმაყოფილი ვარ. შეიძლება ანგარიშით და სანახაობრივად პირველი და მეორე ტაიმი განსხვავებული იყო მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს." "სისტემა ქმნის შესაძლებლობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სადღაც იქნება საკვანძო მომენტი, რომელიც უნდა გადავტეხოთ. კარგია, რომ წნეხს ბიჭებმა გაუძლეს და მონახე ძალა, რომ მოწინააღმდეგე გადაგვეტეხა. კვესელაძის ტრავმასთან დაკავშირებით სამედიცინო სამსახურის პასუხს ველოდებით. ოთია გიორგაძის შესახებ ზუსტი ინფორმაცია სამშბათს გვეცოდინება. წესით სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს."  

სხვა სტატიები