Belive

ლევან მაისაშვილისა და ბექა გორგაძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები 78:6 გაანადგურა. მატჩის შემდგომ კი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბორჯღალოსნების თავკაცმა - ლევან მაისაშვილმა და დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - ბექა გორგაძემ მატჩი შეაფასეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ლევან მაისაშვილი: "თამაში კარგად დავიწყეთ, ყველა ასპექტს ვაკონტროლებდით დაცვაშიც და შეტევაშიც. ვფიქრობ რომ დაგეგმილი მაქსიმალურად შევასრულეთ, მიზანი იყო რომ ყველა მომენტში გვეთამაშა ისე როგორც გადამწყვეტ მომენტებში. მადლობა ბიჭებს კარგად გაისარჯნენ. თამაში კარგად დავიწყეთ. ყველა ასპექტს ვაკონტროლებდით დაცვაშიც და შეტევაშიც. ვფიქრობ რომ დაგეგმილი მაქსიმალურად შევასრულეთ, მიზანი იყო რომ ყველა მომენტში გვეთამაშა ისე, როგორც გადამწყვეტ მომენტებში. მადლობა ბიჭებს კარგად გაისარჯნენ. რაც შეეხება დებიუტანტებს, დებიუტანტებს კარგად ვიცნობ. ორივე მათგანი მომეწონა, კარგად ითამაშეს. დიდი იმედი მაქვს რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ და მათ შანსი კიდევ მიეცემათ". ბექა გორგაძე: "ამ გამარჯვებისთვის ვემზადებოდით, გვინდოდა რაღაცეები გამოგვესწორებინა და ვფიქრობ ეს გამოგვივიდა. ეს იყო პირველი ფაზიდან ლელოების დადება და თამაშში ბოლომდე დარჩენა, ეს ყველაფერი ანგარიშსაც დაეტყო. მნიშვნელოვანი იყო რომ ანგარიშის მიუხედავად ინდივიდუალური თამაში არ დაგვიწყია და გუნდურობა ბოლომდე შევინარჩუნეთ. რაც შეეხება ჩემს პირველ კაპიტნობას, კაპიტნობის პასუხისმგებლობა დიდი იყო, მაგრამ ვფიქრობ თავი გავართვი".  

სხვა სტატიები