Belive

ლინ ჯონსი: "სანამ "ბორჯღალოსნებთან" კონტაქტურ ბრძოლაში გამარჯვებას არ ვისწავლით, მანამდე ძალიან გაგვიჭირდება"

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად კალინინგრადში რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 25-ე დაპირისპირება იყო. 25 შეხვედრიდან "ბორჯღალოსნებმა" 23 შეხვედრაში იმარჯვეს, ერთი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. "დათვების" მთავარმა მწვრთვნელმა ლინ ჯონსმა თავისი შეგირდების გამოსვლა შეაფასა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.
"მეტოქე ჩვენზე ოდნავ ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდი ახლა ნამდვილად უკეთესია ვიდრე ადრე, ქართველებმა ამჯერად დაცვაში ძალიან კარგად მოახერხეს თამაში. მეტოქეზე ზეწოლის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რომ ლელო დაგვედო". "ჩვენი დღევანდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ბურთის თამაშში შეყვანა იყო. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვიქტორ გრესევის გამოკლებამაც. საქართველოს წინააღმდეგ თამაში, როგორც წესი, ძალიან მჭიდრო და ხისტია. ალბათ დღეს ცოტათი დაბნეულები ვიყავით, ამან არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მეტოქის ზეწოლისთვის გაგვეძლო''. "ქართველები თავის გეგმას მიჰყვებოდნენ, მათ კარგად გამოსდით დარტყმითი ტაქტიკით მუშაობა. ზოგჯერ თავდაცვა კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ მთლიანობაში ეს ვერ მოვახერხეთ. ჩევნ უფრო თანაბარ თამაშს მოველოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა". "იმ სამი თვის განმავლობაში, რაც სანაკრებო შეკრებები გვქონდა, ცალკეულ ასპექტებში ყველა მორაგბეს საკმაოდ წინსვლა ჰქონდა, მაგრამ სანამ "ბორჯღალოსნებთან" კონტაქტურ ბრძოლაში გამარჯვებას არ ვისწავლით, მანამდე ძალიან გაგვიჭირდება. ქართველები კერკეტი კაკლები არიან, მათ ადეკვატური წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. ჩევნ განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებაც მოვა". "ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე გავა მსოფლიოს თასზე. ჩვენი ამოცანაა ასპარეზობა მე-2 ან მე-3 ადგილზე დავასრულოთ. ეს ევროპის ჩემპიონატი რუსეთისთვის "რუმინეთთან" კარგი გამარჯვებით დაიწყო. დღეს გვსურდა, რომ თუ ვერ გავიმარჯვებდით, ბონუს ქულა მაინც გამოგვემუშავებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ეს შევძელით".   

სხვა სტატიები