Belive

მადლიერების ჰაკა თანაგუნდელებისგან | აარონ სმიტი ჰაილენდერსის რეკორდსმენია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ახალზელანდიელმა ჰავბექმა, აარონ სმითმა, "ჰაილენდერსის" შემადგენლობაში 154-ჯერ ითამაშა, რითაც კლუბის რეკორდი დაამყარა და ბენ სმითის შედეგი გააუმჯობესა. "ჰარიქენსთან" არასასურველი მარცხის შემდეგ (30:19), "ჰაილენდერსის" მოთამაშეებმა სმითისთვის ჰაკა შეასრულეს. მატჩის დასრულების შემდეგ, რეკორდსმენ აარონ სმითს, ტრადიციისამებრ, შოტლანდიური ხმალი და ყვავილები გადაეცა. ამის შემდეგ, სმითსა და მის მეუღლეს, ტიგან ვოიკოვიჩს, "ჰაილენდერსის" მორაგბეები შემოეხვივნენ და ჰაკა შეასრულეს. მადლიერების ჰაკას დანახვისას, სმითმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

იხილეთ ვიდეო


"სმითი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის არის პასუხისმგებლიანი ლიდერი, რომელიც გუნდს დამატებით ენერგიას სძენს. ასაკის მიუხედავად, ის კვლავ მსოფლიო დონის მოთამაშეა და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს. მისი პროფესიონალიზმი მომავალი თაობის მორაგბეებს შესანიშნავ მაგალითს აძლევს", - აღნიშნა "ჰაილენდერსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტონი ბრაუნმა.
ცოტა ხნის წინ, სმითმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, იგი ნაკრებში 2023 წლამდე ითამაშებს.