Belive

მილიონი დოლარი ბრძოლის სანაცვლოდ - ტაისონმა სონი ბილ უილიამსი გამოიწვია!

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
53 წლის ლეგენდარული მოკრივე - მაიკ ტაისონი, 2019 წლის სექტემბრიდან ვარჯიშს დაუბრუნდა და დიდებული ფორმა დაიბრუნა. როგორც ჩანს ვარჯიშის შემდეგ, მან ბრძოლაც მოინდომა და 1 მილიონის სანაცვლოდ, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მოთამაშე და ასევე მოკრივე - სონი ბილ უილიამსი გამოიწვია. 2015 წლამდე სონი ბილ უილიამსს 7 შეჯიბრზე აქვს მონაწილეობა მიღებული და შვიდივეში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მას სპარინგი არ ჰქონია. ჯერჯერობით უცნობია ახალ ზელანდიელი ვარსკვლავის პასუხი, დათანხმდება თუ არა იგი ბრძოლას.

სხვა სტატიები