Belive

მამუკა გორგოძე - ერთადერთი არაახალზელანდიელი და არასამხრეთაფრიკელი დიდების დარბაზში

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
სარაგბო გამოცემა - Rugbypass-ი ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულს ასახელებს, რაშიც მონაწილეობას გამოკითხვის საშუალებით მკითხველი იღებს. ამ მომენტისთვის გუნდი 10 მორაგბითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მამუკა გორგოძეცაა. 8 ნომრის პოზიციაზე, გორგოძის გარდა, არაერთი ლეგენდარული მოთამაშე იყო ნომინირებული, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, სიმბოლურ გუნდში სწორედ ქათველი მოხვდა. დღეს Rugbypass-მა გორგოძეს სტატია მიუძღვნა, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ მომენტისთვის ,,დიდების დარბაზში'' შესული 10 მორაგბიდან ერთადერთი არაახალზელანდიელი და არასამხრეთაფრიკელია და ეს მამუკა გორგოძეა. სიმბოლური გუნდი ამჟამად ასე გამოიყურება:
  1. ოს დიუ რანდტი (სამხრეთ აფრიკა)
  2. შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია)
  3. ოუენ ფრეკსი (ახალი ზელანდია)
  4. ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
  5. ვიქტორ მატფილდი (სამხრეთ აფრიკა)
  6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
  7. რიჩი მაკკოუ (აზალი ზელანდია)
  8. მამუკა გორგოძე (საქართველო)
  9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)
  10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

სხვა სტატიები