Belive

მამუკა გორგოძე მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
8 დეკემბერს სტარტი აიღო "ჩემპიონთა თასის" მესამე ტურის მატჩებმა, სადაც მამუკა გორგოძის "ტულონმა" უჩა ჭეიშვილის, ლევან ჩილაჩავას, მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და გელა აფრასიძის "მონპელიეს" უმასპინძლა და 38:28 დაამარცხა. მასპინეძლთა მხრიდან მოედანს დაუბრუნდა მამუკა გორგოძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და იგი 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უჩა ჭეიშვილმა, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს. მამუკა გორგოძემ 54 წუთში ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა: მან ბურთი 12-ჯერ წაიღო, 12 ბოჭვა შეასრულა საიდანაც 12-ივე ზუსტი იყო და 3 ოფლოუდი (ბურთის ამოგდება), რომელთაგანაც ერთ-ერთს ლელო მოჰყვა.

სხვა სტატიები