Belive

მერაბ შარიქაძე: "ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ ბევრად მაგრად გვინდა, ვიდრე რუსეთს"

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატი 1 ტურით ადრე მოიგეს და ტურნირს პრინციპულ მეტოქესთან დაასრულებენ. საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მერაბ შარიქაძემ რუსეთთან მატჩამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. "რუსები ახლა უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე ადრე, მაგრამ აშკარაა, რომ დღესდღეისობით და ბოლო 25 წელშიც უკეთესი ნაკრები გვყავს. სიმართლე გითხრათ, მათი ყველა განცხადება ვნახეთ, მაგრამ ჯობს ხვალინდელ დღეს დავუცადოთ. ენას კბილი არ აქვს და ადამიანმა ყველაფერი შეიძლება თქვას.  ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ ბევრად მაგრად გვინდა, ვიდრე რუსეთს," - თქვა მერაბ შარიქაძემ.

სხვა სტატიები