მერაბ შარიქაძე – უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა

“ავივაზე” გამართულ მედგარ ბრძოლაში მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” უკეთ გაისარჯნენ ვიდრე უელსთან.

“კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა”.

“რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. დღესდღეისობით ირლანდია უკეთესი გუნდია, ვიდრე უელსი. ფაქტი ისაა, რომ ვვითარდებით, ბევრს ვსწავლობთ და იმედია და ჩვენი განვითარება გაგრძელდება”.

“კვესელაძე დიდი ტალანტია და ფანტასტიური ლელო გაიტანა. გული იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი ქულის აღება ვერ მოვახერხეთ, არადა ამის შანსი გვქონდა”, – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო: © INPHO PHOTOGRAPHY by TrySportimages

(36)

მერაბ შარიქაძე – უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა

სტატიის ავტორი
-