Belive

მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ერთა სერიების მესამე ტურის შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. კარდიფში გამართულ შეხვედრაში, "ბორჯღალოსნებმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (12:13).

შემოდგომის ერთა სერიების ოფიციალურ Facebook გვერდზე, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად, გამოკითხვა ჩატარდა. გულშემატკივრების ხმათა უმრავლესობით, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

შეგახსენებთ, სანდრო თოდუა კიდევ ერთი ბორჯღალოსანია, რომელიც გულშემატკივრებმა მე-3 ტურში გამოარჩიეს. თოდუას ლელო მესამე ტურის საუკეთესოდ დასახელდა.

სხვა სტატიები