Belive

მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში 5 ბორჯღალოსანი მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
20 წლამდელების 6 ერის ზაფხულის სერიების მესამე ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომლის სიაშიც ყველაზე მეტი ქართველი მოხვდა. საუკეთესოთა შორის 5 "ბორჯღალოსანი" მოხვდა: შალვა აფციაური, გიორგი მამაიაშვილი, ალექსანდრე კუნთელია, ბექა შვანგირაძე და რატი ზაზაძე. მამაიაშვილმა და კუნთელიამ დიდი პრობლემები შეუქმნეს შოტლანდიის ნაკრებს. მათ აშკარად დაჩაგრეს მოწინააღმდეგე შერკინებაში და კუნთელიამ ლელოც დადო ამ შეხვედრაში. აღნიშნული წყვილი შოტლანდიასთან შეუჩერებელი იყო. რაც შეეხება ბექა შვანგირაძეს, მისი ორი ლელო შოტლანდიის წინააღმდეგ უყურადღებოდ არ დარჩენილა. გარდა ლელოებისა, ბექა საკმაოდ კარგად ლიდერობდა მის გუნდს. შერკინების ბოლო წარმომადგენელი რატი ზაზაძეა, რომელმაც, მისი გუნდელების მსგავსად, გამორჩეული თამაში ჩაატარა სკოტების წინააღმდეგ. აღნიშნულ შეხვედრაში რატიმ ორი ლელო გაიტანა. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რითაც ზაზაძემ გაგვაოცა. ის თამაშის მიმდინარეობისას საშუალოდ 8,4 მეტრით ახერხებდა ბურთის წინ წაღებას, რაც მორკინალისთვის არაჩვეულებრივი შედეგია. ბოლოს კი, უკანახაზელი შალვა აფციაურიც უნდა ვახსენოთ. მისი გამორჩეული თამაშის გამო ის ნამდვილად იმსახურებდა სიმბოლურ გუნდში ადგილს. შოტლანდიასთან შეხვედრაში ციხისთავის პასით შაკომ არაჩვეულებრივი ლელოს გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები