Belive

Midi Olympique | საქართველო: საარჩევნო სკანდალი?

3 წლის წინ რაგბი
5 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სკანდალს, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი" ეხმაურება. 15 თებერვალს, "მიდი-ოლიმპიკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სტატია: "საქართველო: სკანდალი არჩევნების ირგვლივ?" ქართულ ენაზე ითარგმნა და ირაკლი აბუსერიძის Facebook გვერდზე განთავსდა. "საქართველო: საარჩევნო სკანდალი?"
მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრირა გამარჯვებული და სავარაუდოდ, 24 თებერვალს ჩატარდება ახალი კენჭისყრა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე (43 წლის, 84 მატჩი ეროვნულ ნაკრებში, რაგბის კლუბ "ორიაკის" ყოფილი მორაგბე) მიიჩნევს, რომ მან გაიმარჯვა საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიც 30 დეკემბერს ჩატარდა. ეს იყო იმ პროექტის ლოგიკური დასასრული რაც 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დაიწყო და რომელშიც მრავალი ცნობილი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ ჩაბმულნი, მათ შორის არიან: დავით ზირაქაშვილი, ვასილ კაკოვინი, ზურაბ ჟვანია და შალვა სუთიაშვილი. მაგრამ რაგბის კავშირის სათავეში ეს ცვლილება პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა. იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ არ დაადასტურა ბოლო არჩევნების შედეგი, სადაც მართვაში მყოფი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ლაშა ხურციძემ, ბოლო მომენტში გადაწყვიტა არ გამოცხადებულიყო არჩევნებზე. არადა ეს იყო ის გზა, რაც უზრუნველყოფდა ძველი გუნდის მართველობის უწყვეტობას და გიორგი ნიჟარაძის და გოჩა სვანიძის გზის გაგრძელებას, რომლებიც მართავდნენ კავშირს 2008–დან 2020 წლამდე, მაგრამ საარჩევნო ყუთის გახსნამ აჩვენა, რომ ქართული რაგბი ითხოვდა ცვლილებებს. გიორგი ნიჟარაძე, პრეზიდენტი 2008 წლიდან 2016 წლამდე, ეჭვმიტანილია დაახლოებით 6 მილიონი ევროს გაფლანგვაში და ფიქტიური პირების დასაქმებაში. მთელ ამ ძველ, არასწორ ფუნქციონირებას საფრთხე ემუქრება ირაკლი აბუსერიძის მართვაში მოსვლით, რომელიც მეტი გამჭვირვალობის მომხრეა.
24 თებერვალს ახალი არჩევნები?
მაგრამ მთავრობას არ სურს ეს ცვლილება და ერევა, რომ არჩევნების შედეგი არ დაადასტუროს, მიუხედავად 1000 კაციანი დემონსტრაციისა იუსტიციის სახლთან, რომლებიც შეიკრიბნენ 30 დეკემბრის არჩევნების აღიარების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მთავრობამ დაიწყო ახალი არჩევნების ჩანიშვნის პროცესი, რომელიც 24 თებერვალს ჩატარდება. ირაკლი აბუსერიძის მომხრეები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ შედეგები გაყალბდება, რადგან კლუბების პრეზიდენტებმა აღიარეს ზეწოლა ჯერ კიდევ 30 დეკემბრის არჩევნების წინ. საბოლოოდ რამდენიმე კლუბი ხმის მისაცემადაც კი ვერ მივიდა არჩევნებზე.
რატომ არის ასეთი ჩარევა საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნებში?
ერთ ერთი მიზეზი არის რა თქმა უნდა გიორგი კობახიძის საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობაში ყოფნა. მისი ვაჟი ირაკლი კობახიძე არის ქართული ოცნების (მართველი პარტიის) ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი. ის ასევე იყო პარლამენტის სპიკერი 2016-დან 2019 წლამდე. ირაკლი აბუსერიძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შეაჯამა ვითარება: « ირაკლიმ ომი გამოუცხადა რაგბის კავშირში კორუფციას. ფედერაციის სათავეში მისვლისთანავე მას ექნება წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც გასაიდუმლოებულია. ერთადერთმა დოკუმენტმა, რომელმაც გამოჟონა, უკვე გამოავლინა 6 მილიონი ევროს გაფლანგვა. ირაკლის მოსვლა აშინებს ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს, რომელებსაც ციხეში წასვლის ეშინიათ ». 30 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვებული მაინც ვერ ეღირსა მისი გამარჯვების აღიარებას. წერილი, რომლის ასლიც ჩვენ მივიღეთ, გადაეგზავნა საფრანგეთის საელჩოს თბილისში, მეგობარი ქვეყნის საზოგადოების მხარდაჭერის საპოვნელად, იმისთვის, რომ ქართული რაგბის ბედი დამოუკიდებელი დარჩეს. წერილი გვაუწყებს, რომ «არსებული ვითარება წარმოადგენს უპრეცედენტო და უკანონო ჩარევას საჯარო რეესტრის მხრიდან, რომელიც არის ყოველგვარ იურიდიულ ლოგიკას მოკლებული » და რომ, « მხოლოდ ძველ საბჭოთა კავშირის თაობას ახსოვს ასეთი სამართლებრივი მიდგომა ». ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომელშიც შედიან ყოფილი და მოქმედი მორაგბეები, 30 დეკემბერს მოპოვებული გამარჯვების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის იმედზე არიან."


ავტორიტეტული ფრანგული სარაგბო გამოცემა midi olympique-ის სტატია, საქართველოში, არჩევნების ირგვლივ შექმნილ... Posted by Irakli Abuseridze / ირაკლი აბუსერიძე on Monday, February 15, 2021

სხვა სტატიები