Belive

მიხეილ ნარიაშვილი მინდორს უბრუნდება

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მონპელიეს" მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორს უბრუნდება. 28 წლის პირველხაზელმა უკანასკნელად 2 ივნისს, გასული სეზონის ტოპ 14-ში "კასტრთან" წაგებულ (13:29) ფინალში ითამაშა, შემდეგ კი ოპერაცია გაიკეთა და თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა. შესაბამისად, ის ივნისის ტესტებზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა. ტოპ 14-ის მეხუთე ტურში "მონპელიე" საკუთარ მოედანზე "ტულუზას" დაუხვდება. ქართველი ბურჯი მარქაფაშია და შეცვლაზე ითამაშებს.

სხვა სტატიები