Belive

მილტონ ჰეიგი: "მეორე ტაიმში თამაში აგვერია"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველო - ფიჯის მატჩის დასრულების შემდეგ "ჰანაზონოს" სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა. მილტონ ჰეიგი: როცა ფიჯის საშაულება ეძლევა რომ უკან რამდენიმე პასი გადააბას თავის დაცვა რთულდება, პირველი ტაიმი კარგი იყო, შერკინებაშიც და სხვა კომპონენტებშიც მაგრამ მეორე ტაიმში თამაში აგვერია. პირველ ტაიმში იყო მომენტები რომლის საჩვენოდ გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა არ მიგვეღო ის ლელო. მაგრამ მთავარი ის არაა რა მოხდა, მთავარია რა მოხდება შემდეგ. ხვალ დავუბრუნდებით წვრთნას და ავსტრალიისთვის მოვემზადებით. 3 დღიანი მომზადება არანაიურ პრობლემას არ წარმოადგენდა, ამისთვის ვემზადებოდით მერაბ შარიქაძე: სამწუხაროდ მეტოქეს იმ თამაშის საშუალება მივეცით რომელიც მათ სურდათ, არ გამოვიდა ჩანაფიქრები და დავმარცხდით, რითაც იმედგაცრუებულები ვართ.

სხვა სტატიები