Belive

მილტონ ჰეიგი ვარჯიშზე მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოსა და ინგლისის ნაკრების მორაგბეების ერთობლივ ვარჯიშზე შეხლა-შემოხლა მოხდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კომენტარი გააკეთა: "როდესაც ორ მხარეს მხოლოდ ერთი განზრახვა აქვს რომ არ დათმოს არც ერთი მილიმეტრი, რა თქმა უნდა დაძაბულობას ადგილი ექნება. ყველაფერს ნათელი რომ მოვფინოთ ჩვენ ჩვენს თავს ვაკონტროლებთ, ეს ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. ჩვენ საკუთარ თავებს ვცდით მსოფლიოში საუკეთესო მორაგბეების წინააღმდეგ, ვიცით რა შეგვიძლია შერკინებაში, გვაინტერესებს როგორ შევძლებთ უკანა ხაზით დაცვასა და შეტევას." ამ განცხადებას ultimaterugby.com ავრცელებს.

სხვა სტატიები