Belive

მილტონ ჰეიგის კომენტარი ცუცქირიძისა და შარიქაძის ტრავმებთან დაკავშირებით

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის პირველი ტესტ-მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკული “კინგსი” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 24:20 დაამარცხეს. “მიხეილ მესხის” სტადიონზე დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბექა ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების თაობაზე გააკეთა კომენტარი. "ცუცქირიძე უკვე საავადმყოფოშია და მას სკანირება გაუკეთდა. მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მომდევნო 2-3 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. მერაბი თავს კარგად გრძნობს, მას სკანირება მომდევნო დღეებში გაუკეთდება. ამ წუთისათვს საგანგაშო არაფერია", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

სხვა სტატიები