Belive

მილტონ ჰეიგმა ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, "ბორჯღალოსანთა" ახალ ზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგელობა დაასახელა.  
თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. სერიის პირველ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები გასვლაზე იტალიას, ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე 10 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სამოას „ავჭალის“ სტადიონზე დაუპირისპირდება, ერთი კვირის შემდეგ კი,  ტონგას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უმასპინძლებენ. ორივე საშინაო მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები