Belive

მიშიკო ალანია Pro D2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Pro D2-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში, "მონტობანი" "ორიაკს" დაუპირისპირდა და ანგარიშით, 11:20 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში, "ორიაკის" შემადგენლობაში ქართველი ჰავბეკის მიშიკო ალანიას დებიუტი შედგა. სადებიუტო შეხვედრაში, ალანიამ საკუთარი გუნდის წამოწყებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ მეტოქის ლელომდე ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. მიშიკო ალანიას გარჯამ უყურადღებოდ არ ჩაიარა. სადებიუტო შეხვედრაში დადებული ლელოსა და ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, ქართველი ჰავბეკი Pro D2-ის მეოთხე ტურის სიმბოლურში მოხვდა.
3233
ასევე იხილეთ: მიშიკო ალანიამ სადებიუტო ლელოს შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

სხვა სტატიები