Belive

მონპელიეს ახალმა მწვრთნელმა აფრასიძეს ახალი პოზიცია შეურჩია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
6 იანვარს, თბილისის დროით 21:45 საათზე, ტოპ 14-ის გადადებული ტურის შეხვედრაში "ლიონი" "მონპელიეს" უმასპინძლებს. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ - ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი (1) და ლევან ჩილაჩავა (3) ჩვეულ პოზიციებზე ითამაშებენ და "მონპელიეს" შერკინებას გააძლიერებენ. გელა აფრასიძეს კი "მონპელიეს" ახალმა მწვრთნელმა ახალი პოზიცია შეურჩია. "ლიონის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მონპელიეს" 9-ნომერს ფრთაზე ვიხილავთ. ფილიპ სან ანდრე, რომელიც "მონპელიეს" მწვრთნელის რანგში პირველ შეხვედრას გამართავს, ექსპერიმენტის სახით, აფრასიძეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობას აძლევს.
135713468_4349002388449468_6363362055490486098_o

სხვა სტატიები