Belive

მორაგბეები, რომლებიც ტრავმის გამო მსოფლიო თასს გამოტოვებენ

4 წლის წინ რაგბი
6 წთ
იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასის დაწყებამდე 17 დღეა დარჩენილი. მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 2 ნოემბერს დასრულდება. მსოფლიო თასამდე კი ტესტ მატჩები მიმდინარეობს, სადაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საკმაოდ ბევრი მორაგბე დაზიანდა ისე, რომ ისინი მსოფლიო თასს გამოტოვებენ. გთავაზობთ მორაგბეებს, რომლებიც მსოფლიო თასზე საკუთარი ნაკრების ღირსებას ტრავმის გამო ვერ დაიცავენ.

ირლანდია

ირლანდიელებს მსოფლიო თასზე ჯოი ქარბერი დააკლდებათ. 23 წლის ირლანდიელმა მგეზავმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისას ტერფის ტრავმა მიიღო. ირლანდიელთა თავკაცმა დაადასტურა, რომ მას მოტეხილობა არ ჰქონდა, თუმცა ტრავმა იმდენად მძიმე არის, რომ იგი მსოფლიო თასს გამოტოვებს. ირლანდიელთათვის უდიდესი დანაკლისი იქნება კიან ჰილის ტრავმა. კიან ჰილი ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბეა. იგი ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და 88 მატჩი აქვს ჩატარებული. კიან ჰილი მსოფლიო თასს ტერფის მძიმე დაზიანების გამო გამოტოვებს. მსოფლიო თასზე ირლანდიელების მთავარი დანაკლისი შონ ობრაიენი და დენ ლივი იქნებიან. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი 8 ნომერი შონ ობრაიენი ირლანდიის ნაკრებს მსოფლიო თასზე ბარძაყის მძიმე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მას ექიმებმა 6 თვე დატვირთვა აუკრძალეს. რაც შეეხება დენ ლივს, იგი მორაგბესთან შეჯახებისას მძიმედ დაზიანდა და მუხლის საკმაოდ ძლიერი ტკვილები აწუხებს. 

შოტლანდია

შოტლანდიელებს მსოფლიო თასისთვის დიდი დანაკლისი არ აქვთ. მათ მხოლოდ ერთი მორაგბე, 24 წლის მეორეხაზელი (ნომერი 4;5) სემ სკინერი დააკლდებათ. სემ სკინერს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და მისი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გამორიცხულია.

იაპონია

იაპონელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

რუსეთი

რუსები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

სამოა

სამოელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ახალი ზელანდია

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ხაზელი 28 წლის ბროდი რეტალიკი, რომლის სიმაღლეც 2 მეტრი და 4 სანტიმეტრია, 4 ერის დროს დაზიანდა და მსოფლიო თასის საწყის მატჩებს გამოტოვებს. მას მხარის მძიმე დაზიანება ჰქონდა, თუმცა მისი რეაბილიტაციის საქმე კარგად წავიდა და ექიმები ვარაუდობენ, რომ იგი მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ითამაშებს. მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას დააკლდება დამიან მაკენზიც, რომელიც "ოლ ბლექსში" რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. იგი წლის დასაწყისში მძიმედ დაზიანდა და მას კიდევ 1 წლის გამოტოვება მოუწევს.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკელებს მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი ფრთის მოთამაშე, 25 წლის აფივე დიანტი დააკლდებათ. აფივე დიანტი საკმაოდ საინტერესო და ძლიერი მორაგბეა. მისი სანაკრებო დებიუტო 2018 წელს შედგა და მან დღემდე ნაკრების კვართი 13-ჯერ მოირგო, სადაც 6-ჯერ მოახერხა ლელოს დადება. მან წლის დასაწყისში ტრავმა მიიღო, თუმცა მისი მდგომარეობა მოგვიანებით გართულდა.

იტალია

იტალიელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ნამიბია

ნამიბიელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

კანადა

კანადელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ინგლისი

ინგლისის ნაკრებს მსოფლიო თასზე 2 მორაგბე დააკლდება, ესენი არიან: 21 წლის 7 ნომერი - ტომ კერი, რომელმაც მხრის ტრავმა უელსთან მატჩის დროს მიიღო და მსოფლიო თასის პირველ ნახევარს გამოტოვებს, ხოლო ინგლისის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნაკრების მთავარი კვაჭის - დილან ჰართლის ტრავმა, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმა აქვს და მთელ წელს გამოტოვებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არა მუხლის ტრავმა, დილან ჰართლი მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრების ცენტურიონი გახდებოდა. მას ინგლისის ნაკრების კვართი 96-ჯერ აქვს მორგებული.

საფრანგეთი

ფრანგები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

არგენტინა

არგენტინელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

აშშ

ამერიკელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ტონგა

კუნძულელები (ტონგელები) მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ავსტრალია

ავსტრალიელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

უელსი

ბრიტანელები "ბორჯღალოსნების" ჯგუფში იმყოფებიან. მათ საკმაოდ დიდი დანაკლისი ჰყავთ: გარეთ ანსკომბი, რომელიც უელსის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ძალაა დაშავებულია. მან ინგლისის ნაკრებთან ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მსოფლიო თასს გამოტოვებს. ასევე მსოფლიო თასს გამოტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტაულუპე ფალეტაუ (N8).

საქართველო

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ტესტ მატჩებამდე დანაკლისის გარეშე მიდიოდა, თუმცა ზაფხულის პირველ ტესტ მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები "კინგსს" დაუპირისპირდა, გუნდის ორმა ლიდერმა ტრავმა მიიღო: გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც მატჩის საწყის წუთებში წვივის ტრავმა მიიღო, მოგვიანებით დადასტურდა, რომ მას წვივის მცირე მოტეხილობა აქვს და ამ ფაქტის გამო მსოფლიო თასს გამოტოვებს. რაც შეეხება მეორე დანაკლისს, მსოფლიო თასზე საწყის მატჩებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი - მერაბ შარიქაძე გამოტოვებს.

ფიჯი

ფიჯელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.

ურუგვაი

ურუგვაელები მსოფლიო თასზე სრული შემადგენლობით ითამაშებენ.    

სხვა სტატიები