Belive

მორიგი აღიარება - ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
12 დეკემბერს ევროპის ჩემპიონთა თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, "კასტრი" "ჰარლექუინსს" დაუპირსპირდება. აღნიშნული შეხვედრის მთავარ მსაჯად ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის. გასულ წელს, ამაშუკელმა "ჩელენჯ თასზე" "ლონდონ აირიშისა" და "კარდიფის" მატჩი იმსაჯა. შეგახსენებთ, "შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართულ სანაკრებო ტესტ-მატჩებში, ნიკა ამაშუკელი ირლანდიისა და იაპონიის დაპირისპირებას გაუძღვა და ქართველმა არბიტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. მატჩი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 60:5 დასრულდა.

სხვა სტატიები