Belive

მსოფლიო რაგბი ბულინგის მსხვერპლი ბავშვის გასამხნევებლად გაერთიანდა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

მარკ პაგსლიმ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი 12 წლის შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა. პაგსლის მტკიცებით, ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოს, იდიოტები დამცინავი კომენტარებით გამოეხმაურნენ - ამ ყველაფერმა კი მის შვილზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

"იძულებული ვარ Facebook-ზე განთავსებული პოსტი წავშალო, რადგან იდიოტებმა დაწერეს, რომ 12-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ, ჩემი ბიჭი ძალიან "დიდია". არ იციან რამდენს შრომობს წონის დასაკლებად და რა ენთუზიაზმით გამოირჩევა მოედანზე. არ ინერივულო ალფი, ყოველთვის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები". 

3

Twitter-ზე განთავსებული პოსტის შემდეგ, მსოფლიოს სარაგბო ოჯახი პატარა ალფის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად გაერთიანდა - გამონაკლისი არც საქართველოს რაგბის კავშირი გამხდარა. ნაიჯელ ოუენსი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ალფის გამოეხმაურა. მსოფლიო რაგბის ვეტერანი და გამორჩეული მსაჯის კვალდაკვალ, ვარსკვლავებმა და სხვადასხვა ერის სარაგბო კავშირებმა მხარდასაჭერი პოსტები განათავსეს. მსოფლიო რაგბის დიდმა ოჯახმა კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენა ის მთავარი ღირებულებები, რომლითაც სპორტის ეს სახეობაა ცნობილი და რომლითაც თაობები იზრდებიან.
"ალფი, რაგბი არის თამაში, რომელიც განკუთვნილია ყველა ზომისა და ფორმის მოთამაშისთვის, იყავი ძლიერი და ისიამოვნე ამ ლამაზი თამაშის თითოეული მომენტით. დაიმახსოვრე, რაგბი არის გლობალური ოჯახი. მოუთმენლად ველით, ფორვარდის ამპლუაში შენს საერთაშორისო დონეზე ხილვას", - აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.




 

სხვა სტატიები