Belive

მსოფლიო რაგბის სადისციპლინო-კომისრები დიდი 10-ის მატჩებზე

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო-კომისრები დაესწრებიან. მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-ის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე იქნებიან მივლენილი, რაც უდისციპლინობის გამოვლენის დამატებითი მექანიზმია! ჯგუფს ლაშა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან ოფიციალურად გახდა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი: "საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის დადგენილებით, სადისციპლინო განხრით, მსოფლიო რაგბის წესები ოფიციალურად სექტემბრიდან ამოქმედდება და სადისციპლინო კომისარი თამაშებს ოფიციალურად სექტემბრიდან დაესწრება, თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოში არსებული საიტინგ-ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, საქმიანობას დიდი 10-ის ნახევარფინალებიდან შეუდგებიან. ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება, რაც თამაშს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები