Belive

მსოფლიო რაგბიში პირველი ლურჯი ბარათი გამოიყენეს

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
2 დეკემებერს TOP 14-ის მე–11 ტურის მატჩები გაიმართა. მსოფლიო რაგბის ყურადღება მოიცვა "პერპინიონისა" და "ბორდოს" მატჩმა, სადაც რაგბის ისტორიაში პირველად გამოიყენეს ლურჯი ბარათი. პირველი ლურჯი ბარათი არბიტრმა ალექსანდრე რუიზმა მატჩის მიწურულს, 77–ე წუთზე გამოიყენა. ამ შემთხვევაში მოთამაშის სამედიცინო უსაფრთხოების, კერძოდ თავის ტვინის შერყევის მიზეზით, ბორდოს 8 ნომერს მსაჯმა ლურჯი ბარათი უჩვენა. 
 ლურჯ ბარათს აძლევენ მოთამაშეს, რომელსაც ტრავმის გამო იძულებით ატოვებინებს მსაჯი მოედანს - ამ დროს მის ნაცვლად გუნდს შემოყავს სხვა მოთამაშე. "პერპინიონისა" და "ბორდოს" მატჩი ისტორიაში შევიდა.

სხვა სტატიები