Belive

ნაკრების ახალწვეულმა ბექა გიგაშვილმა TOP 14-ში თავი ლელოთი გამოიჩინა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, TOP 14-ის მე-9 ტურის მატჩში, სადაც ბექა გიგაშვილის და დავით ქუბრიაშვილის "გრენობლი", ბექა კაკაბაძის, დავით ზირაქაშვილის და ვიტო კოლელიშვილის "კლერმონს" უპირისპირდება, 1 ტაიმის შემდეგ ანგარიში 11:3-ია მასპინძლების სასარგებლოდ. მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად მიმდინარეობს, რადგან მოედანზე 4 ქართველი თამაშობს. "კლერმონელთა" ძირითად შემადგენლობაში ბექა კაკაბაძე და დავით ზირაქაშვილი არიან, ხოლო "გრენობლის" შემადგელობაში კი დავით ქუბრიაშვილი და ბექა გიგაშვილი. ბექა გიგაშვილი მოედანზე 33-ე წუთზე შემოვიდა და მატჩის 35-ე წუთზე თავი ლელოთი გამოიჩინა.

სხვა სტატიები